LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია: უკიდურესად საშიშია მონასტერში მომხდარი დანაშალის მიზეზების მედიისთვის გადაბრალება

89
ნინო-ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უკიდურესად საშიშია ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის. ამის შესახებ მან პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა.

„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია.

ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“ — წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში მასმედიის ნაწილის, მხრიდან მიმდინარეობს ანტიეკლესიური კამპანია, რასაც მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენა აქვს.

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g