LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუვრი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმია

museum

მუზეუმმა ვიზიტორთა რაოდენობით ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ლუვრის დირექტორის ჟან-ლუკა მარტინესის განცხადებით, დაწესებულებას 2018 წელს 10 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია და სხვადასხვა ექსპოზიციები დაათვალიერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგულმა მუზეუმმა 2012 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. შეგახსენებთ, რომ მაშინ მას 9 მილიონ 700 ათასი ვიზიტორი ყავდა.

ახალ რეკორდს სპეციალისტები საერთაშორისო ტურიზმის აყვავებას მიაწერენ. ტერაქტების პერიოდში პარიზში მოგზაურთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო, გასულ წელს კი სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. გარდა ამისა, ლუვრის სამუზეუმო სივრცე გაფართოვდა, ბილეთების გაყიდვა კი ონლაინ დაიწყო, რამაც ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე არანაკლებ იმოქმედა.

რაც შეეხება ყველაზე ნახვადი მუზეუმების მეორე და მესამე პოზიციებს, მათ – ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი იკავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g