LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცაცო სებისკვერაძე: „ბატონო მიშა, გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა! თქვენ რომ რამე დაგემართოთ, ამას ხალხი ვერ გაუძლებს…“

2821
macaconews

ცნობილი კომპოზიტორი, მაცაცო სებისკვერაძე „ნანუკას შოუსთან“ ბოლო დროს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

მაცაცო სებისკვერაძე:

„მე არ ვარ პოლიტიკოსი და არასდრის ვერევი პოლიტიკაში, რადგან ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია არაფერ კავშირში არ არის ჩემს საქმესთან.

ერთი რამ მინდა გითხრათ – მე მინდა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს ყველაზე კარგი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, მინდა, ყველაზე კარგი ხალი ცხოვრობდეს… ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, რომ ნუ გააკეთებთ იმას, რაც მთელი სიცოცხლე სანანებელი იქნება ყველასთვის.

ბატონო მიშა, ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილობა! ვეღარ გაუძლებს ხალხი – ერთი პრეზიდენტი ხომ მოკლეს, მაგრამ თქვენ რომ რამე დაგემართოთ, ეს დიდი ტრაგედია იქნება და ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს. გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა. თქვენ ისეთი დიდი პიროვნება ბრძანდებით, რომ კიდევ შეძლებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, კიდევ დაგვაყენებთ სწორ მიმართულებაზე… გეხვეწებით, ნუ იშიმშილებთ, რომ იყოთ ჯანმრთელად… გეხვეწებით… გაათვისუფლეთ ბატონი მიშა. ნუ იქნებით ასეი მკაცრები. ჩვენს ქვეყანას დააზარალებთ ამით. მთელ მსოფლიოში ვიქნებით ყველაზე უარესი ხალხი, თქვენ რომ რამე ცუდი ჩაიდინოთ… არაფერი არ შემიძლია მეტი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები