LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა

141
magarochiaturashimshiloba

ჭიათურაში გაფიცულმა 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ  დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

„დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდირეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება”-განაცხადა არჩილ ჭუმბურიძემ.

მოშიმშილეები მერიის წინ რჩებიან. პარალელურად გრძელდება მაღაროელების გაფიცვა.

შეგახსენებთ,„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თითქმის სამსაათიანი შეხვედრა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მაღაროელებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად, შეძახილებით დატოვეს.კომპანიის შეთავაზებას ხელფასების 15%-იან ზრდაზე, მაღაროელები არ დათანხმდნენ. ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

რაც შეეხება გაფიცულების დანარჩენ მოთხოვნებს, კომპანია ეტაპობრივად მათ მოგვარებას დაჰპირდა. საუბარია ეკოლოგიურ პრობლემებზე, სამედიცინო დაზღვევასა და შრომით უსაფრთხოებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები