LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის დაწვის ბრალდებით პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა

41
ბათმის პოლიცი

ბათუმში სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს, რომელსაც მაღაზია “ფარფურში” შეღწევა და ცეცხლის გაჩენა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს დაბადებულმა პირმა თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტ „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება, ან განადგურება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისთვის ოპერატიული მოქმედებები.

შემთხვევა ბათუმში 9 ივნისს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები