LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი ნუცა ბუზალაძის განცხადებაზე: “5000$ დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა”

3116
BeFunky-collage (1)

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში, მომღერლის ნუცა ბუზალაძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც მაიკო წერს, 5000$ სიმღერის დაწერაში არავისგან აუღია.

“5000$ დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა,

5000$ დოლარი ცხოვრებაში არასოდეს არავისგან არ ამიღია,

ყველაზე დიდი ჰონორარი ასტუდიომ გადამიხადა 3000$,

ეს იყო ჩემი კარიერის მაქსიმუმი,”-წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მანამდე განაცხადა, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილისგან სიმღერა საკმაოდ სოლიდურ თანხად აქვს ნაყიდი.

“12 წლის ვიყავი მაიკომ ეს სიმღერა, რომ დამიწერა და 5000 დოლარი გადავიხადეთ ამ ყველაფერში, ტექსტი, სიმღერა, არანჟირება.

“იურმალა” კი 17 წლის ასაკში მოვიგე.

ამ სიმღერაში ფული გადავიხადე და სხვათა შორის თავის დროზე საკმაოდ ძვირი.

აქამდე მაიკოსთვის წყენა თუ შემიმჩნევია, გეტყვით, რომ არასოდეს.

მაშინ 12 წლის რომ ვიყავი, არავინ მიცნობდა და ეს სიმღერა ჩვეულებრივ ვიყიდეთ”, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები