ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს, რომ პოლიტიკამ ხალხი “დააბრმავა”, რაც სოციალურ ქსელში ურთიერთობებზეც აისახა.
“რაც ფეისბუკზე ვარ რამდენი ადამიანი წავიდა.. ახლა ვიხსენებდი, თითქოს სხვა სამყარო იყო აქ ადრე და ახლა ყველაფერი შეცვლილია.
გაბოროტდა თითქოს ხალხი და ფსევდო რაღაც მოგონილი “პრინციპების” გამო გლანძღავენ, გშლიან, გბლოკავენ…მე ვერასდროს ვიმეტებ ძველი დროის მეგობობრებს თუნდაც წასაშლელად არათუ სალანძღავად და საბლოკად..
პოლიტიკამ ასე როგორ დააბრმავა ხალხი, ასე როგორ შეუძლიათ ყველაფრის გადახაზვა და გადაჯეგვა? მე ჯერ არც ერთი გარდაცვლილი ” ფრენდიც” კი არ წამიშლია..
ახლა ვუყურებდი სიას და ამ წლების განმავლობაში რამდენი წასულან…:((
არც არასდროს წავშლი, თითქოს ამით ისევ ცოცხლები და ისევ აქ არიან…”,-წერს მაკა რაზმაძე.