LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ქვრივიშვილი: „ბევრნაირი ურთიერთობა მაქვს გამოვლილი, სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ და ათი კილოც დამიკლია ნერვიულობისგან… საცოდავიც ვყოფილვარ…“

208
მალხაზ ქვრივიშვილი

„იმედის დღის“ ეთერს მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი სტუმრობდა, რომელმაც წყვილების ურთიერთობაზე ისაუბრა:

„დრო ყველაფერია. ეს შენი ცხოვრებაა. ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ, მსახიობებს კიდევ სხვა ცხოვრება აქვთ, სხვა ტემპი და სხვა რიტმი. ყველაფერი გაინტერესებს, ყველაფერს უნდა შეეხო და განიცადო. ჰარმონია ვნახე და ვიპოვე ახლა. ცუდია, რომ ტოქსიკური ურთიერთობა უნდა გაიარო, მაგრამ ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. არ ვნანობ, რაც გავიარე და რა შეცდომებიც იყო. შეიძლება, ადამიანს არ გინდა და უნებურად იგივე შეცდომები დაგემართოს.

ყველანაირ ურთიერთობაში ვყოფილვარ. ბევრნაირი ურთიერთობა მაქვს გამოვლილი. სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ, ათი კილოც დამიკლია ნერვიულობისგან, საცოდავიც ვყოფილვარ… შენს თავთან როცა რჩები მარტო და გგონია, რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა… რამდენიმე პარტნიორს შეიძლება გული დავწყვიტე და მეც დავწყვიტე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე ცუდია… ყოველთვის მეკითხებოდნენ, შენ დაშორდი თუ ის დაგშორდაო… ეს რა კითხვაა? “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები