LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ნექტარიოს მჭედლიძე: “გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი… არ შეხვიდეთ შეცდომაში, ეს არის სიგიჟე”

1597
dwsdsdssdds

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც მამაო აღნიშნავს, უკრაინაში დაობლებული ბავშვების შვილად აყვანა შეუძლებელია.

“მეგობრებო გავრცელდა “ფეისბუქზე” ქართველი ადამიანის სტატუსი თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან ? უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ,”-წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.

მამა ნექტარიოს მჭედლიძე ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინიდან მიმართავს: „არ გაბედოთ, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში, ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა ჩემს გადმოსვენებაში…“

ცნობისთვის, ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვში ობლად დარჩენილი ჩვილების შვილად აყვანა შესაძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g