LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა საბა ჭიკაიძე შვილს ეძებს: „ექთანმა უთხრა, მადლობა გვითხარი, რომ ერთ ბავშვს ცოცხალს გატანთო…“

681
მამა-საბა

თამუნა მუსერიძის გადაცემაში „ვეძებ“ მამა საბა ჭიკაიძემ თავისი შვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტყუპისცალია და სამშობიაროში გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა წყვილს ეჭვი აქვს, რომ ის ცოცხალია:

„ვეძებ შვილს, ტყუპისცალს… 1994 წელს შეგვეძინა ტყუპები. გაგვიხარდა ძალიან, თავიდანვე რომ გავიგეთ, რომ ტყუპს ველოდებოდით, გოგონებს. კამოს ქუჩაზე, მეორე სამშობიაროში დაიბადნენ… მოგეხსენებათ, ომიანობის პერიოდი იყო და ამ სამშობიაროს ჰქონდა გენერატორი. 21 წლის ვიყავი, ძალიან გამოუცდელი. მივიყვანეთ ექიმთან, გურამ ყურაშვილთან, არ ვიცი, ცოცხალია თუ არა… მასთან იმშობიარა ჩემმა მეუღლემ. დაინახა, ორივე ბავშვი როგორ გაჩნდა. ერთი ბავშვი იყო ცოტა მოზრდილი, იმ ინფორმაციას ვყვები, რომელიც ჩვენ გვითხრეს და მეორე, რომელსაც დავარქვით ანა, 800 გრამი იყოო… იდენტური ტყუპები არიან. მდებარეობა ჰქონდათ ისეთი, რომ ერთი მეორეს ჩაგრავდა და მეორე ვერ განვითარდაო. ასფიქსიაში დაიბადა ბავშვი და დასჭირდა ინკუბატორიო. მესამე დღეს დილით ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ყოველდღე შედიოდა, ნახულობდა… ჩემმა მეუღლემ ძალიან განიცადა. მერე შემატყობინეს მეც. არ მაძლევდნენ ბავშვს, რად გინდათო… რომ არ მატანდნენ, ვთქვი, მომეცით ჩემი შვილი-მეთქი. შევუგზავნე ტანსაცმელი. ჩააცვეს. კოლოფით გამომაწოდეს. ბავშვი ვნახე. ვერ დავიჩემებ, მგავდა თუ არა, გვერდულად ჰყავდათ ჩაწვენილი.

მოგეხსენებათ ჩემი განცდები. მამა, რომელმაც 21 წლის ასაკში პირველად დავიჭირე ხელში მკვდარი შვილი. ჩემი ხელით გავთხარე საფლავი და დავკრძალე. საფლავის ქვაც გავაკეთეთ. ანა დავაწერეთ მხოლოდ… წლების განმავლობაში ვიცით, რომ ის გარდაცვლილია. თქვენი გადაცემის შემდეგ, როცა მამა შალვა იყო თქვენთან სტუმრად, გაგვიჩნდა რეალური ინტერესი, ჩემი მეუღლე უფრო დაინტერესდა, გულწრფელად გეტყვით, თავიდან მე ვეუბნებოდი, რომ იქნებ, არ ღირდა ამისი ძიება… ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ ვერანაირად ვერ მოისვენებდა. აღმოჩნდა, რომ არის პროცედურები, რომლის შედეგად შეგვიძლია დავადგინოთ, რა მოხდა. თქვენი რჩევით მოვიძიეთ არქივი, ანაზე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არის. ჩვენ ხუთი შვილი გვყავს და ხუთივეზე არის. ანაზე კი არ არის. ჩემს მეუღლეს გამოწერამდე უთხრეს, რომ მოდით, ამ ბავშვს არ გავაფორმებთო. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. გამოდის ის, რომ თავიდანვე არ გაუფორმებიათ… იქ ისეა ჩაწერილი, რომ თავიდანვე ერთი ბავშვი გაჩნდა. ამან გაგვიჩინა ეჭვი, რომ შეიძლება, ჩვენი შვილი ცოცხალი იყოს… მე ცოცხალი არ მინახავს ბავშვი და ჩემს მეუღლეს – გარდაცვლილი… როცა ჩემი მეუღლე ტიროდა, ექთანმა უთხრა, მადლობა გვითხარი, რომ ერთ ბავშვს ცოცხალს გატანთო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g