შოვში სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინდა დეპონტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დიდი ალბათობით ზაზა მესხის ცხედარი იპოვეს.
„დღეს სამსახურში წავედი – სამუშაოდ ჯერ ადრეა, მაგრამ კარგი იყო თანამშრომლების ნახვა. ყველას დაგვეხმარა ეს, წინასწარ გარკვევით ავუხსენი, რა მეხმარება, და რა – არა.
დღის ბოლოსკენ სიახლე შემოვიდა: მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა. დნმ-ანალიზები ტარდება და უახლოეს დღეებში 100% დარწმუნება გვექნება.
ასევე ნაპოვნია ბიჭის ცხედარი, რისთვისაც ანალიზს ვეყრდნობით, რომ გავიგოთ, ვის ეკუთნის.“ – წერს სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-ია.
შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა