LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, აღარც ძილი გვაქვს – ზაზა გახელაძის დედა

241
BeFunky-collage (1)

ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს ოფიციალური ინფორმაცია მოისმინეს იმ ე.წ. სასამართლო პროცესზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა 12 წლით და 6 თვით მიუსაჯეს.

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

“გვითხრა, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ” – ზაზა გახელაძის ოჯახს ირაკლი ანთაძემ უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო

ზაზა გახელაძის მეუღლეს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო იმ საჭირო ბერკეტებს აამოქმედებს, რომელსაც აქამდე ვერ ახორციელებდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ოჯახმა მიიღო დაპირება, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

ზაზა გახელაძის დედის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. ისედაც უკვე 7 თვე ხდება იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეს დრო.

ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდევ რამდენი “მალე” იქნება არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ. ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ამათთვის არც ახალი წელია, არ დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს. თვითონ ჩემი შვილი იქ როგორ იქნება არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი”. – განაცხადა ნანა ბუნტურმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ანტიჰუმანურს უწოდებს. ირაკლი ანთიძე ასევე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საქართველოს ყველა მეგობარი სახელმწიფო უკვე ინფორმირებულია.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს მკაცრი პოზიცია გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის: ზალკალიანი

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: თეა ახვლედიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები