LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვითხრა, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ” – ზაზა გახელაძის ოჯახს ირაკლი ანთაძემ უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო

123
gaxu da coliiiiad

ზაზა გახელაძის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე იმყოფებოდა. ამ დროისათვის შეხვედრა დასრულებულია.

გახელაძის მეუღლის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან პირობა მიიღეს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველაფერი მალე დასრულდეს.

“მან გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და ემოციებს არ უნდა ავყვეთ, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება. დეტალები არ ვიცით, მაგრამ მწამს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება” – აღნიშნა გახელაძის მეუღლემ.

ირაკლი ანთაძის თქმით, ეს არის ანტიჰუმანური და უკანონო გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები წლების განმავლობაში ამკვიდრებენ.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს მკაცრი პოზიცია გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის: ზალკალიანი

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: თეა ახვლედიანი

”ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. შემდგომ ნაბიჯებს რაც შეეხება, საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიცია უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ განხორციელდეს კონსტრუქციული ზეწოლა და უკანონო პატიმარი დაუბრუნდეს ოჯახს. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მყარ ბერკეტს ჩვენი პარტნიორების თანადგომას დეოკუპაციასთან დაკავშირებით და ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე რესურსი და ზეწოლის მექანიზმი არის საერთაშორისო დონის მაღალი ფორუმები. მათ შორის, ჟენევის დისკუსიები. ყველა დიპლომატიური მექანიზმი ამოქმედებულია. ჩვენ ვიყენებთ დიპლომატიურ მექანიზმებს და ასე ხდება ზეწოლა და მესიჯების გაგზავნა რუსეთთან დაკავშირებით. მესმის, რომ პროცესები არც ისე სწრაფად ვითარდება, როგორც გვინდა, თუმცა მთავარია შედეგი”. – განაცხადა, ანთაძემ.

ზაზა გახელაძის ოჯახის ახლობლებს სასჯელის შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდათ. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო მოლაპარაკების შედეგად, ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნდება.

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

“ზაზას არაფერი დაუშავებია, არც კაცი მოუკლავს და არაფერი. საოკუპაციო რეჟიმის ბრალი მის მიმართ უსამართლოა. ალბათ ოჯახი გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. იმედი ისევ გვაქვს, რომ ის ოჯახს დაუბრუნდება”. – აცხადებს იზო გახელაძე.

“პუტინზე მიბმული მონები” – საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტივისტები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები