LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინზე მიბმული მონები” – საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტივისტები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ

97
FORTUNA.GE- (5)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და აქციას მართავენ.

მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილები სხვადასხვა სიტყვას სკანდირებენ, ისინი “მონებო”-ს ძახილით მიმართავენ სამინისტროს წარმომადგენლებს.

“ეს არის არაფრის კეთება ამ უწყების (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხრიდან, რომელიც არის კიდევ ერთი სახე ქართული ოცნების, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის მოქალაქეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლით პატიმრობაში უშვებდნენ და ვერაფერს აკეთებდე?! არაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ მონები არიან, პუტინზე მიბმული მონები. პუტინმა რომ უთხრას, კიდევ 20 ათასი კაცი გამოუშვი და 100-100 წელი უნდა მივცე, გაუშვებენ, პრობლემა არ აქვთ, რადგან ესენი არიან მონები და მონების დრო ამ ქვეყანაში აღარ არის”. – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: თეა ახვლედიანი

"საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს".

აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეც. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მწვავედ დადგეს ოკუპაციის საკითხი და ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე.

“ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა გახელაძის ოჯახზე, რომ საკითხი არ გახმაურებულიყო და მას რეზონანსი არ შეძენოდა. ამან ხელი შეუშალა ამ საკითხს, იმიტომ, რომ ჩვენი ერთდერთი იარაღი ეს არის, ამ საკითხების მიმართ საერთაშორისო ყურადღება. ეს გარანტია არ არის, მაგრამ შანსი არის ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის. აქ ხელისუფლება საპირისპიროდ მოქმედებს. პირიქით, ოჯახებს აჩუმებს და აჩუმებს იმ ხალხს, ვინც ამაზე ხმაურს აპირებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავები ერთ-ერთი აქიტივისტის გიორგი მჟავანაძის ადგილიდან გაყვანას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა არ მისცეს. თავად მჟავანაძე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ ცდილობდნენ სამართალდამცველები მის გაყვანას აქციიდან.

 

პოპულარულები