LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს მკაცრი პოზიცია გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის: ზალკალიანი

88
FORTUNA.GE- (6)

“აღნიშნული პროვოკაცია ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს საქართველოში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით”, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს პროვოკაციას უწოდებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს მტკიცე პოზიცია გახელაძის გათავისუფლებისთვის.

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

დავით ზალკალიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მინისტრი აღნიშნავს, რომ უკიდურესად შეშფოთებულია გახელაძის უკანონო პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გამო:

“უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების გამო. ეს პროვოკაცია ნამდვილად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს საქართველოში დესტაბილიზაციის შესახებ. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს მკაცრი პოზიცია ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის”. – წერს ზალკალიანი.

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: თეა ახვლედიანი

 

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გახელაძეს პატიმრობა მიუსაჯა 12 წლითა და 6 თვით.

აღნიშნულ ფაქტს მოყვა გამოხმაურებები სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან – აქტივისტები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

გახელაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც, თეა ხვლედიანი ამბობს, რომ ყველა რესურსის გამოყენებით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა უკანონოდ დაკავებული ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

პოპულარულები