LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე – ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს

69

ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ გარემოს დაცვით პოლიტიკაში, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, იქნება საერთო სტატეგიისა და საერთო ხედვის ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოვოთ ის ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცით კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, მწვანე პოლიტიკიის განხორციელება მთავრობის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, რომლის მთავარი ფოკუსი გარემოს დაცვაა.

„მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით. ამ კუთხით, ჩვენ მართლაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო მწვავედ დგას, სამწუხაროდ, ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის. თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ვიწყებთ ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გამოყენებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები