LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან მე ცხოვრება მასწავლა“ – ჯენიფერ ჰადსონი არეტა ფრანკლინის შესახებ

328
safe-image

დეკემბერში 17 „გრემის“ მფლობელი სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს ვიხილავთ, მუსიკოსის როლს კი ოსკაროსანი ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს.

ახლახანს მსახიობი გამოცემა Entertainment Weekly-ის გარეკანზე მოხვდა, სადაც ის საზოგადოების წინაშე ლეგედარული მუსიკოსის იმიჯით წარდგა.

„მან მე ცხოვრება მასწავლა“, – განაცხადა ჯენიფერმა არეტას შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბიოგრაფიული ფილმისთვის Respect ჯენიფერ ჰადსონი თავად ფრანკლინმა შეარჩია. ფილმი არეტას ცხოვრების ადრეული წლებიდან, საყოველთაო აღიარების მომენტამდე მოგვითხრობს.  ცნობისთვის, ფილმის პრემიერა აგვისტოში უნდა შემდგარიყო, თუმცა, ამ თარიღმა, კორონავირუსის პანდემიის გამო, დეკემბრამდე გადაიწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g