,,სერგეი ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო”, – ამის შესახებ განცხადება პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
გოცირიძის თქმით, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ხელისუფლება სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავიარეისების აღდგენაც კი დააანონსა
,,სერგეი ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ომში რუსეთს. სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავია რეისების აღდგენაც კი დააანონსა. აი, აქამდე მივიდა საქმე. ეს ქვეყნისათვის ძალიან დამაზიანებელი იყო და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა გოცირიძემ.