LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანიფესტით თუ მანიფესტის გარეშე, არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები, რომელიც არსად გამქრალა – თუ ხელის არ მოწერის გამო ადამიანებს პარტიიდან გარიცხავენ, ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს“ – ხატია დეკანოიძე

156
ხატია მზა

„ნებისმიერი ძალა, რომელიც ხალხის ინტერესს საქართველოს პოლიტიკაში ასახავს, „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთების გამგრძელებელი იქნება“ – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მან „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ ღირებულების საბოლოოდ დამკვიდრების პროცესში, ძალიან მძიმეა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია.

„ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს. ტყუილია ის, რომ ვინმე შევარდება, გამოიხსნის, ვინმე „ჯაველინს“ ესვრის..  ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს ეს მისი მხრიდან გაბედული ნაბიჯი იქნება.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი და მის ხელმოწერასთან დაკავშირებით პარტიის წევრების განცხადებებიც შეაფასა.

მისი შეფასებით თუ მანიფესტზე ხელის არ მოწერის გამო, ვინმეს პარტიიდან გარიცხავენ, ეს ძალიან მძიმე იქნება.

„არ მგონია, რომ ამ მანიფესტს ბევრმა ადამიანმა ხელი მოაწეროს. ვფიქრობ, რომ მანიფესტით თუ მანიფესტის გარეშე, არსებობს ამ პარტიაში პრობლემები, რომელიც არსად გამქრალა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g