LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე შოვის სტიქიაზე: „უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა“

569
პაატა მანჯგალაძე

„ჩვენ, ფაქტობრივად, მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული, მხოლოდ სამაშველო ოპერაციის და წინასწარი შეტყობინების სისტემების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. ის, რომ კითხვები დაისვა კალაპოტზე, ვიღაცამ იკითხა წყალი ხეობაში პოსეიდონმა ხომ არ ჩაასხა, ეს პაპუაშვილს არ უნდა უკვირდეს, ყველა კითხვა ლოგიკურია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ თქვა.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებას „1 000-ლარიანი ექსპერტების ქვეყანა სჭირდება“:

„განხილვა იყო საზოგადოებაში, როცა შვილები ადგილს 55 წუთით ადრე ტოვებენ, იქ ჩემი შვილიც რომ ყოფილიყო, იგივე კითხვები გაჩნდებოდა. ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. გაკეთდა განმარტება, სხვა საკითხია, ვის სჯერა და ვის არა.

ხელისუფლებას არ მოსწონს რა თავისუფალი აზრი, თავისუფალი მედია და თავისუფალი კითხვები, გარკვეულ საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაზე ფიქრობს.

მათ 1000-ლარიანი ექსპერტების ქვეყანა სჭირდებათ, რომლებიც ხელს ყველა დასკვნასა და შეფასებაზე მოაწერენ, უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა“, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:

„განსაკუთრებით ამორალური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ, თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს“, – თქვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი“.

თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

„ჩვენ არ ვეკითხებით კალაძეს, რატომ ზრუნავს საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე, ვეკითხებით რატომ არის სხვისი შვილებისათვის ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე” – ნიკა მელია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g