LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგარიტა სიმონიანი: აფხაზეთი მენტალურად განუყოფელია რუსეთისგან.. აფხაზები, სხვათა შორის, გვიცავდნენ ჩვენ – რუსეთს

625
BeFunky-collage (32)

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების, “Russia Today”-ს და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გამშვები პუნქტის გაუქმების საჭიროებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ “საერთოდ არ უნდა არსებობდეს საზღვარი”.

სიმონიანი იხსენებს 2001 წელს კოდორის ხეობაში მომხდარსა და იმას, თუ როგორ იქცეოდნენ აფხაზეთის მცხოვრებლები მაშინ.

“ეს ხალხი, აფხაზები, სხვათა შორის, გვიცავდნენ ჩვენ – რუსეთს. სისხლით დაიცვეს და გაანადგურეს ეს რაზმები და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამას.

პირადად ჩემთვის, აფხაზეთი მენტალურად განუყოფელია რუსეთისგან. მე ბავშვობაში ბევრი დრო მაქვს იქ გატარებული სხვადასხვა მიზეზის გამო.

 

 

.. რკინის კედელი არავის უნდა. რისგან ვიკეტებით? ამით ხომ ჩვენსავე ხალხს, რუსეთის მოქალაქეებს ვუქმნით პრობლემას, რომლებიც ზაფხულში ბავშვებით აფხაზეთში დასასვენებლად მიდიან, დგანან ამ რიგებში გაოფლილები და წყევლიან ყველას და ყველაფერს”, – ამბობს კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი.

„განა არ შეგვეძლო, უკრაინა ერთ საათში გაგვესწორებინა მიწასთან? უბრალოდ ხალხი გვეცოდება“ – მარგარიტა სიმონიანი

„უკვე აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან“ – მარგარიტა სიმონიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები