LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განა არ შეგვეძლო, უკრაინა ერთ საათში გაგვესწორებინა მიწასთან? უბრალოდ ხალხი გვეცოდება“ – მარგარიტა სიმონიანი

1861
simonianii

მარგარიტა სიმონიანი, კრემლის სხვა პროპაგანდისტებთან ერთად ცდილობს, უკრაინასთან ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესუსტებული პოზიციები გაამართლოს.

ამისთვის სიმონიანი მთელ რიგ არგუმენტებს იყენებს. მაგალითად, სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის შოუში სტუმრობისას ამბობს, რომ ომს რუსეთი მხოლოდ იმიტომ ვერ იგებს, რომ ნელი ტემპით მოქმედებს:

„განა არ შეგვეძლო, უკრაინა ერთ საათში გაგვესწორებინა მიწასთან? უბრალოდ, ხალხი გვეცოდება. ამიტომ ჰქვია ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია და არა ომი, ოპერაცია კი მიდის ასე, ნელი ტემპებით“ – განაცხადა სიმონიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g