LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე მოსკოვის გამზირზე ომის გმირის სახელს თავად აკრავს [ფოტო]

6020
MARIAM GEGUCHADZE MOSKOVIS

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 11 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, მოქალაქეების ნაწილის მოთხოვნა, მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, კვლავ არ შესრულებულა.

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი და სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მოსკოვის გამზირის აბრის ქვევით, ომის გმირის შალვა ტრაპაიძის სახელობის ახალი აბრა აქვს გაკრული.

ამავე პოსტში ის დღეს რუსთაველის გამზირის ანტისაოკუპაციო აქციას აანონსებს, რომელიც ტრადიციულად 7 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, კაპრალი შალვა ტრაპაიძე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. ოჯახთან ის 9 აგვისტოს ჩამოასვენეს. გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი.

“8 აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი… დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო… შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო,” – ვკითხულობთ შალვა ტრაპაიძეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g