ტელესახე და მოდელი მარიამ სანოგო „რუსთავი 2“თან ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ პირადი სივრცე ოჯახის შექმნის შემდეგაც შეინარჩუნა.
“ქორწინებაშიც პირად სივრცეს ვუფრთხილდები…” – მარიამ სანოგო
?❤️?? “ სანამ დავოჯახდებოდი, სულ მარტო ვცხოვრობდი ამიტომ ქორწინებაშიც პირად სივრცეს ვუფრთხილდები…” მარიამ სანოგო
Posted by შუადღე • Shuadge on Monday, October 17, 2022
მარიამ სანოგო:
„რაც შეეხება პირად სივრცეს, აღმოვაჩინე, რომ ჩემს ახლო წრეში ძალიან მწვავე პრობლემა ყოფილა, გავოგნდი, არ მეგონა, რომ ქორწინებში მყოფ ადამიანებს ამდენად არ შეიძლება ესმოდეთ, რომ პირად სივრცეს პატივი უნდა ვცეთ.
ჩემთვის ჩემი პირადი დრო და სივრცე არსებობს, ინტერესები და ჰობი. ამისთვის ცალკე ყოფნა მჭირდება ხოლმე და ამას პატივს სცემს ჩემი მეუღლე, ისევე, როგოც მე, მის პირად სივრცეს. შეიძლება, უბრალოდ, მარტო გინდოდეს კაფეში ყავის დალევა, რამის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა…
საუბარი ნებისმიერ ურთიერთობაში ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით კარგია.
სანამ დავოჯახდებოდი, დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და პირადი სივრცისა და დროის შეგრძნება ძალიან კარგად მქონდა გამჯდარი, ასევე ჩემს მეუღლესაც.
ურთიერთობაში პატივისცემა მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი გთხოვს, რომ მას სჭირდება ცალკე დრო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შენთან ერთად არ სურს ყოფნა…
ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებსა და პრობლემებს ერთმანეთს, მაგრამ არ ხდება შემოწმება. ჩემი მხრიდან არასდროს გამიკონტროლებია, ჩემს მეუღლეს ვინ მოსწერა. ეს არ შეიძ₾ება. ოდესმე თუ აიღებთ სხვა ადამიანის ტელეფონს, იქ აუცილებლად ნახავთ მიზეზს. თუ ურთიერთობის გაფუჭება არ გინდათ, არასდროს აიღოთ სხვისი ტელეფონი…“