„აზროვნების აკადემია“ სალონური საუბრების ფარგლებში ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციიდან ამონარიდს გვთავაზობს, რომელიც მარიხუანას ეხება: “მარიხუანაც გახლავთ ჰალუცინოგენი; ეს გახლავთ ერთ-ერთი მძიმე ნარკოტიკი გახანგრძლივებული მოქმედების შემთხვევაში. მარიხუანა ერთი შეხედვით შეიძლება იყოს ვინმესთვის უსაფრთხო; მას აქვს ტეტრაჰიდროკანაბინოლი – რომელიც არის შხამი და რომელსაც აქვს ძალიან დიდი განფენა თავის ტვინზე. ოპიატებს აქვთ ნაკლები განფენა ვიდრე კანაბინოლებს.

რას იწვევს ეს?

გუგების გაფართოებას, მეხსიერებიდან იშლება უამრავი რამ; მითია ისიც, როდესაც სჯერათ, რომ ლექსი მარიხუანამ დააწერინათ. ზიანდება ქცევის კონტროლის მექანიზმი. ხდება დეპერსონალიზაცია. შველასაც არ ითხოვ; ყველაზე მთავარი და ცუდი, რაც ემართებათ არის საკუთარი მდგომარეობის ვერ გაცნობიერება, ფიქრობენ რომ ავად არ არიან.

მეხსიერების გარდა მარიხუანა ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის სექსუალურ პოტენციაზე, კოორდინაციაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე, სიამოვნებაზე, მადლიერებაზე.

თუ ვინმე გვყვადა გენეტიკურად შიზოფრენიით, ფსიქოზით დაავადებული, შესაძლებელია პირველივე მოწევაზე მანიფესტირდეს ფსიქოზი და საჭირო გახდეს მკურნალობა როგორც ფსიქოზის. დღევანდელობაში არის ლაპარაკი თუ რა არის სამედიცინო მარიხუანა.

არსებობს ორგანიზაცია – FDA (food and drug administration). სადაც რეგისტრირდება ყველა სახის მედიკამენტი ; კანაბისი არ არის დარეგისტრირებული როგორც მედიკამენტი – ეს ტყუილია. ნამდვილად მას იყენებენ ეპილეფსიის ან სიმსივნის დროს.

ჩვენ გაგვიგია რომ კიბოს დროს მორფსაც იყენებენ – მაგრამ ეს არ არის კიბოს განმკურნებელი საშუალება, ეს ტკივილის გაბუნდოვნებისთვის გამოიყენება. კანაბისს უწერენ 50 წელს და 60 წელს გადაცილებულს რამე დიაგნოზით – შაკიკით, ეპილეფსიით დაავადებულებს.

არ არის შესწავლილი მისი ზემოქმედება – ეს არის დიდი ლობი ნარკოტრაფიკის და ნარკობიზნესის, რომელთაც უნდათ რომ ამისგან გახადონ სამკურნალო საშუალება. როგორც მედიკამენტი არსად არ არის დარეგისტრირებული.

გამოყენება ხდება გარკვეული ჩვენებების დროს ექსპერიმენტის დონეზე. ამის არც დიდი სტატისტიკა არსებობს, არც ნაშველია ამით ვინმე”

 

მსგავსი თემები