LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულებს დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება

106
ezugbaia-e1586017742683-890x395-c

“დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კორონავირუსის 170 შემთხვევა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს ალბათ კიდევ შეემატება რამდენიმე ადამიანი, ამის შესახებ საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას. ახლა გვყავს 51 პაციენტი, მათგან 36 დადასტურებულია, გუშინ ერთი შემოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით, რომელიც ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტია. ასევე გვყავს ამ ახალი პაციენტის 7 კონტაქტი, რომლებსაც დღეს ავუღებთ ნიმუშს. კრიტიკულ მდგომარეობაში ერთი პაციენტი რჩება. დილით 15 პაციენტის ანალიზები უკვე ავიღეთ, დღის განმავლობაში ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ჯამში გამოჯანმრთელებულია ამ დრომდე 36 ადამამიანი.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.

დაინციფირებულთა რაოდენობამ კი, 170-ს მიაღწია.

 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები