LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ოვსიანნიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ

195
11

რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების რედაქტორს, მარინა ოვსიანნიკოვას, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ.

ვიდეო: შეაჩერეთ ომი, აქ გატყუებენ: “ვრემიას” ეთერში ჟურნალისტი უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს “ნოვაია გაზეტა” ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კოდექსის მე-2 ნაწილით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 (რაც დაუმტკიცებე საჯარო ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობს.

“ოსტანკინსკის რაიონულ სასამართლოში სხდომა დაიწყო გოგონასთან დაკავშირებით, რომელიც საპროტესტო პლაკატით გამოჩნდა პირველ არხზე ტელეწამყვანის უკან”, –  განუცხადეს “ნოვაია გაზეტას” სასამართლოს პრესსამსახურში.

როგორც გამოცემა წერს, მარინა ოვსიანნიკოვას ადვოკატი ანტონ გაშინსკი იცავს.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს, ჟურნალისტი ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა.

“შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ” – ეწერა პლაკატზე.

ის მალევე გაიყვანეს სტუდიიდან.

მას შემდეგ ოვსიანნიკოვას ადვოკატები სხვადასხვა განყოფილებაში ეძებდნენ.

ადვოკატი: ოვსიანიკოვა შეიძლება ნებისმიერ განყოფილებაში იყოს, სქემა ასეთია: სადღაც მიჰყავთ და ეუბნებიან – აღიარე და შინაპატიმრობაში გადახვალ, ან 15-წლიან სასჯელს მიიღებ

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g