LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ორი დღის წინ გატაცებული გოგონა ნაპოვნია

198
მარნეული

ორი დღის წინ, მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგონა იძულებით მოიტაცეს. ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.

„შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა რომელიც მოტაცებულია 20 წლისა, მარნეულში ერთ ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა წინა დღე მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო.

მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება,  გოგო სოფელში რომ დაბრუნდა,  საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსლისას იძულებითად მოიტაცეს“. – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის გოგონა ნაპოვნია და პოლიციის შენობაში იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 143-ე  მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები