LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესდა, მილიარდერმა უკრაინული წარმოშობის  შეყვარებული გამოაჩინა

558
romanabramovich

მილიარდერ რომან აბრამოვიჩს ახალი შეყვარებული ჰყავს, მის რჩეული წარმოშობით უკრაინელი ალექსანდრა კორენდიუკია. ალექსანდრა მოდელი და დამწყები მსახიობია, ის მხოლოდ 25 წლისაა. გვარზე დაყრდნობით დასავლური მედია წერს, რომ ის უკრაინული წარმოშობისაა: ,,როგორი ირონიულია, რომ აბრამოვიჩი ახლა ხვდება უკრაინული წარმოშობის გოგონას, ეს მას მერე, რაც სანქციები დაუწესდა“ – წერს გამოცემა ,,სანი”.

რუსული მედია კი ამტკიცებს, რომ აბრამოვიჩსა და კორენდიუკს რომანი აქვთ 2020 წლიდან, თუმცა ამაზე წყვილი არ საუბრობდა. თავად ალექსანდრაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ის მონაწილეობს რამდენიმე სერიალში, დაკავებულია სამოდელო საქმიანობით და ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში.

აბრამოვიჩი სკანდალში გაეხვა: მის კომპანიას რუსეთისთვის ტანკების დამზადებაში ადანაშაულებენ, ოლიგარქმა სუპერიახტების გადამალვა დაიწყო 

რომან აბრამოვიჩი ისრაელში არ შეუშვეს – რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რუსი ოლიგაქრი უკან გაბრუნდა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g