LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასთან იმეგობრე, ვინც წვიმიან ამინდში არ მიგატოვებს, თორემ მზიან დღეს ყველა შენი მეგობარია“ – ნაომი კემპბელის ცხოვრების წესი

695
ნაომი კემპბელი

„ძალიან ვამაყობ, რომ ყველა რასის მოდელს დავეხმარე კარიერის გაკეთებაში. მართალია, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ პროგრესი აშკარაა“, – ამბობს უბერებელი ნაომი კემპბელი, რომელიც 53 წლის ასაკშიც ბრწყინვალედ გამოიყურება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ნაომი კემპბელის ცნობილ გამონათქვამებს:

მამაკაცები მიდიან, ბრილიანტები კი – ყოველთვის რჩებიან.

მე არ ვარ სუპერმოდელი, რადგან აბსოლუტურად არ მაქვს სუპერშესაძლებლობები.

პიროვნებას მისი წარმოსახვა, საკუთარ თავზე წარმოდგენა, პრობლემების გადაწყვეტის უნარი განსაზღვრავს და არა ჟურნალისტები, რომლებიც მხოლოდ ერთი დღის პერსონაჟებს ქმნიან მისგან.

შეცდომის დაშვება გარდაუვალია, რადგან მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს ადამიანი.

ჯანსაღი ცხოვრება არა იმდენად ფიზიკურ, რამდენადაც ემოციურ, მენტალურ  ჯანმრთელობას გულისხმობს.

მომწონს ქალები, რომლებიც ნებისმიერ სამოსს ღირსებით ატარებენ და საკუთარი გარეგნობით მოიპოვებენ კეთილგანწყობას.

არასდროს მინანია, საკუთარი კანის ფერი. მეტიც, დარწმუნებული ვარ, სინდი კროუფორდს და კლაუდია შიფერს ხშირად შურდათ ჩემი, რადგან მე „შავი პანტერა“, „მისს შოკოლადი“ და „ღამის დედოფალი ვარ“, ისინი კი, მხოლოდ თეთრკანიანი მოდელები არიან.

ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიწევს საკუთარი ცხოვრების გადაფასება და რეალობისთვის თვალის გასწორება. ჩემთვის ბევრი აღმოჩნდა მტკივნეული, თუმცა მაინც შევძელი ნარკოტიკებზე უარის თქმა და არაკონტროლირებადი რისხვისგან განთავისუფლება.

მართალია, ნარკოტიკის მიღების შემდეგ თვალები განსაკუთრებულად ბრწყინავს, მაგრამ ერთი ტონა ჰეროინიც ვერ გიშველის, თუ შენში თანდაყოლილი იდუმალება, სექსუალურობა არ არის.

მასთან იმეგობრე, ვინც წვიმიან ამინდში არ მიგატოვებს, თორემ მზიან დღეს ყველა შენი მეგობარია.

ადამიანები სწრაფად დაივიწყებენ შენს სიტყვებს და მოქმედებას, თუმცა არასდროს დაავიწყდებათ გრძნობა, რომელიც მათში გამოიწვიე.

შური, ისე როგორც საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება – ცუდია, მაგრამ ადამიანის მთავარი მიზანი სწორედ სხვასთან გაჯიბრება და გამარჯვებაა.

რა მნიშვნელობა აქვს, რას ვგრძნობ, მთავარია ფანტასტიკურად გამოვიყურები, დანარჩენი კი, თქვენი საქმე არაა!