პოპულარული რეპერი მასტერი, გიორგი პავლიაშვილი იწყებს ტურნეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კონცერტების სერია 23 ოქტომბერს ბოლნისიდან დაიწყება და 7 ნოემბერს ქობულეთში დამთავრდება. რეპერი ეწვევა გორს, რუსთავს, ბორჯომს, ხაშურს, ზესტაფონს, სამტრედიას, ლანჩხუთს, ფოთს. კონცერტები საღამოს შვიდ საატზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.