LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ჟურნალისტს: ვერ აკონკრეტებთ ლარსზე აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც საცობია გადაღებული

39
mamuka-mdinaradze-w-h-2022-08-03_19-14-34_801569

არაფერი ხდება ისეთი, რასაც არ აკონტროლებს ქართული სახელმწიფო, უსაფრთხოების სამსახურები და არაფერი ხდება ისეთი, რასაც ასეთი ისტერია შეიძლება სჭირდებოდეს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გაზრდილია.

ზარქუა: ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს ისტერია ხელს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს საქართველოს დაზიანებისთვის.

„ნაცმედიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულაციებს ითხოვდნენ როდესაც ომი დაიწყო და თითქოს წაგვლეკეს რუსებმა- აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ უკვე რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 10% საქართველოში დარჩაო – აღმოჩნდა ტყუილი, შემდეგ ფორმულირება გამოიტანეთ ასეთი, რომ რამდენიმე ათასეული რუსული ბიზნესი დარეგისტრირდაო – ეს ბიზნესი აღმოჩნდა ინდმეწარმეები, ძალიან ცოტა შპს და ეს ბიზნესების დარეგისტრირება და ამუშავება საქართველოში აღმოჩნდა ტყუილი.

ახლა მეოთხე ტალღაზე უნდა გიპასუხოთ, თან ვერ აკონკრეტებთ აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც ვიზუალურად ავტომანქანების საცობი იქნა გადაღებული და ახლა ამაზე უნდა დავაწესოთ რეგულაციები.

ასეთი სერიოზულობის არის ყველა ის ტალღა, რომელიც ამ რუსულთან დაკავშირებულ ისტერიას ეხება და ამ დროს ამ ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, რომელმაც 2008 წლის შემდეგ, რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, სავიზო რეჟიმი გაუუქმა რუსებს.

ამ ადამიანის ლიდერობით არის ეს ისტერია ატეხილი და ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ საცობი რომ შეიქმნა ლარსზე, ამასთან დაკავშირებით შემოვიღებთ თუ არა რეგულაციებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები