LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას

41
ირაკლი ზარქუა

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

კითხვაზე, აღნიშნულის ფონზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვას, ზარქუა აღნიშნავს, რომ იმ ტურისტებს, რომლებსაც სურთ, საქართველოში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ქვეყანა ისევე მიიღებს, როგორც სხვა ქვეყნებიდან შემოსულ პირებს:

„ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას.

რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი.. ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ“ – აღნიშნა ზარქუამ.

სააკაშვილი: რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია, ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის

ლაშა ძებისაშვილი: “მოსახლეობა შეეცდება ყველანაირი ხერხით დატოვოს რუსეთი, ჩვენ გვჭირდება გაცილებით გამკაცრებული კონტროლი საზღვარზე”