LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია, ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის

55
wq

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, ახლა როდესაც რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია, მნიშვნელოვანია, საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის.

სააკაშვილი პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რუსეთი 30 000-ის კაცის მობილიზებასაც ვერ შეძლებს.

ლაშა ძებისაშვილი: “მოსახლეობა შეეცდება ყველანაირი ხერხით დატოვოს რუსეთი, ჩვენ გვჭირდება გაცილებით გამკაცრებული კონტროლი საზღვარზე”

ამასთან, სააკაშვილის თქმით, პუტინს მხოლოდ ერთი გზა დარჩა – გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რითაც ნატო-ს ჩარევის პროვოცირებას მოახდენს, რის შემდეგაც გაიყვანს ჯარს უკრაინიდან და რუსებს ეტყვის, რომ ის კონცენტრირდება ნატოსგან რუსეთის ტერიტორიის დაცვაზე, რითაც „გაამართლებს სრულ სამხედრო კრახს“.

„დღეს ამერიკამ გამოაცხადა, რომ მზადაა უკრაინას გადასცეს ყველაზე თანამედროვე ტანკები – აბრამსები. ამავე დროს ესპანეთმა უკვე დაიწყო უკრაინული ეკიპაჟების მომზადება. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. პუტინი თავისი სისულელეებით ძალიან დაგვეხმარა. რაც შეეხება რუსეთში მობილიზაციას – ჩემი პროგნოზია, რომ დაგეგმილი სამასი ათასიდან, ოცდაათსაც ძლივს შეკრებენ. „ვოენკომატების“ სისტემა მთლიანად მოშლილი აქვთ და რუსეთისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ფრონტზე მოხვდებიან მხოლოდ წლის ბოლოს, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნება. ეს არის პირველი საერთო მობილიზაცია 1941 წლის შემდეგ.

პუტინს მხოლოდ ერთი გზა დარჩა – გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რითაც ნატო-ს ჩარევის პროვოცირებას მოახდენს. ამის შემდეგ გაიყვანს ჯარს და რუსებს ეტყვის, რომ ის კონცენტრირდება ნატოსგან რუსეთის ტერიტორიის დაცვაზე და ამით გაამართლებს სრულ სამხედრო კრახს.

სხვათა შორის, რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის.

P.S ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რუსეთის მთავარი პირველი სატანკო არმია განადგურებულია და შეწყვიტა არსებობა. ამ არმიის მთავარი ამოცანა იყო მოსკოვის დაცვა და ნატო-ზე მთავარი შეტევის მიტანა და ახლა უკრაინის მიწაზე სამარცხვინოდ შეწყვიტა არსებობა“,- წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები