LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ხაბეიშვილს: არ იქნება ქვეყნისთვის ცუდი თუ 24 რიცხვამდე ყველანი მოშორდებით ეკრანებს, ევროპელებს, თქვენს ლობისტებს და იქნებ წარმატების მეტი შანსი გვქონდეს

122
მდინარაძე და ხაბეიშვილი

„არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი 24-მდე თუ ყველანი მოშორდებით ეკრანებს, ევროპელებს, თქვენს ლობისტებს და იქნებ წარმატების მეტი შანსი გვქონდეს. იქნებ ხელი აიღოთ თქვენს გეგმებზე, რასაც აპირებთ“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს მიმართა, რომელმაც მმართველი გუნდის დეპუტატებს თხოვნით მიმართა, 24 ივნისამდე ირაკლი ზარქუა „ტელეეკრანებიდან მოეშორებინათ“.

მდინარაძის შეფასებით, წარმოუდგენელია როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მათ მოსმენებზე ან ადამიანის უფლებებზე ლანძღავენ.

„წარმოუდგენელია როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიგვითითებენ და გვლანძღავენ მოსმენებზე, ან ადამიანის უფლებებზე. „ნაცმოძრაობა“, მოსმენებზე, ჩვენ – წარმოგიდგენიათ? კომპლექსი უნდათ შეგვძინონ, რატომ უკრავთ ტაშს მთავრობის წარმომადგენლებსო, თუ მომეწონება ნათქვამი სიტყვა თუ გაკეთებული საქმე, ნამდვილად არ შეგეკითხებით ტაშს დავუკრავ, თუ კვერს დავუკრავ გაკეთებულ საქმეზე.

შალვა პაპუაშვილი იმდენად სწორად და კარგად შემოვიდა პოლიტიკაში, რომ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი დასმული სწორი აქცენტები, მინდა მას წარმატება ვუსურვო, ვინაიდან ის იმსახურებს, რომ წარმატებული იყოს. ის სწორი ხედვები რომელიც მას გააჩნია საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას გამოადგება.

პოზიტიურად უპრეცედენტოა ის ამბავი, რომ სტატისტიკური თვალსაზრისით საპარლამენტო ინიციატივებმა რაოდენობრივად გაასწრო სამთავრობო ინიციატივას. 200-ზე მეტი საპარლამენტო ინიციატივაა შემოსული და 132 სამთავრობო ინიციატივაა.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე: ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g