LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია

140
ფორტუნა - 2023-03-15T154354.274

თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს.

„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება.

სააკაშვილი ამ ქვეყნის ბნელი წარსულია. ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი ჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრება.

თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს – ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს, თავისი სახელები დავარქვათ ყველაფერს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებიდან ყოველთვის, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი.

ასეთი შთაგონებები, შეგონებები, მუქარები თუ ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში, ამ სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა, ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი არ მოიძებნება, რომც მოიძებნებოდეს, ასეთის საფუძველი არ არის. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის იმ ბნელი წარსულის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. შეუძლია ოდნავ მეტი შეჭამოს და პრობლემა აღმოიფხვრება, ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფო ამ პრიმიტიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გუშინ გაიმართა.

ამავე თემაზე:

„სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება” – სერგეი ლაგოდინსკი

„ქედს ვიხრი ქართველების სიმამაცის წინაშე, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს” – ანა ფოტიგა

„საქართველოს ევროკავშირის გზაზე არაერთი პრობლემაა, ერთ-ერთის სახელი ბიძინა ივანიშვილია” – კუბილიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები