„მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ,“ – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, გაერთიანება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ერთი პარტია იყოს.
„არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება ეს, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ.
ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა. გაერთიანებაზე რატომ გულისხმობთ, რომ იყოს ერთი პარტია, შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.