ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ შეხვედრა დიასპორის საკითხებს ეხებოდა და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ სიებში შეიყვანონ ერთი დიასპორის წარმომადგენელი. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას რომელ საარჩევნო მოდელს დაუჭერს მხარს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის და არ აპირებს ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში.
“ნუ მიხსნით ვინ ვარ მე. ვერ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, მე ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე, როგორც ბევრს სხვა საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად მოინახოს რამე გამოსავალი”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
“ჯარიც გვყავს და იარაღიც გვაქვს, მთავარსარდალი არ გვყავს” – “შეცვალე” ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთ წელს აპროტესტებს
პრეზიდენტის განმარტებით ის თავისუფლად დადის და კიდევ ივლის მოსახლეობაშიც, ქუჩაშიც და სალობიეშიც. ის დარწმუნებულია, რომ ხალხს უყვარს და აფასებენ.
“მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, გავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს ძალიან დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით და ჩემთვის საზომი იმის, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა რაღაც კრიტიკები და 5-კაციანი გამოსვლები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.