LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე სასწაულების მჯეროდა.. შევხვდებით იმიერში“- შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

615
სალომე ხეთაგური33

სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედრის ვინაობა ცნობილია. როგორც ირკვევა, ცხედარი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.

“გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ.

ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო,”- წერს დეაკო ძამაშვილი „რაჭის“ ჯგუფში.

„მე სასწაულების მჯეროდა..?? შევხვდებით იმიერში, ჩემო სალომე“. – წერს სალომეს ახლობელი ნაოჩაშვილი ანი.

„დღეს ულამაზეს ნინიკოს გავაცილებთ.. ბევრი ელოდა, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს.. ჩემი ძმა დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დის შვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი“ – მაიკო ჩაგელიშვილის ემოციური პოსტი

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g