LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო” – გიგა ბოკერია დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე

145
BeFunky-collage (2)

“მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებას.

„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო.”-აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, დავით ბერძენიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თაობის პოლიტიკოსები გვერდზე უნდა გაიწიოს და ასპარეზი ახალ თაობას დაუთმონ.

“ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც, ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია” – დავით ბერძენიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები