LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს!” – კახა კალაძე “ლანჩხუთის” გამარჯვებას ეხმაურება

143
BeFunky-collage

თბილისის მერი გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” გამარჯვებას ეხმაურება.

ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუნდით ამაყობს.

„ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ამბავი მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა.

ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი “კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო!“,-წერს კახა კალაძე.

ისტორია დაიწერა: “ლანჩხუთი” – პირველი ქართული ქალთა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები