LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: დონბასში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს

116
BeFunky-collage

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთ პოზიციაზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მათი თავშესაფარში ევაკუაცია განხორციელდა,“- განაცხადა ფრაქციის პრესმდივანმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და სხვა სახალხო დეპუტატები გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში დღეს ჩავიდნენ.

მათი ინფორმაციით, დეპუტატებმა სამხედროებს ბოლო დღეებში გამწვავებულ ვითარებაზე ესაბრეს.

სამხედროების განცხადებით, ვითარება მძიმეა, მაგრამ სრულიად კონტროლირებადია.

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები