LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაჰოლდინგი “ფორტუნა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ეთერიდან ხსნის გასართობი ხასიათის გადაცემებს

121
BeFunky-collage

მედიაჰოლდინგი “ფორტუნა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ვუერთდებით ამ უმძიმესი ტრაგედიის გლოვის დღეებს და 3 დღის განმავლობაში, ჩვენს ჰოლდინგში შემავალი რადიოსადგურების პროგრამებიდან ვხსნით ყველა გასართობი ხასიათის გადაცემას.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

ამ დროისათვის ნაპოვნია 7 ცხედარი — 3 ბავშვი, 1 ასაკოვანი, 1 შუა ხნის ასაკის ქალი და 2 კაცი. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები 24 საათზე მეტია გრძელდება.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები