ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული 7 პირიდან დღეს 3-ის სასამართლო პროცესი შედგება.
ბრალდებულებმა ძალა კონკრეტულად “რუსთავი 2-ის”, “ტაბულასა” და “ნიუ პოსტის” ჟურნალისტებზე გამოიყენეს.
5 ივლისის მოვლენების გამო დაკავებულ კიდევ 4 პირისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ.
მედიის დაზარალებული 53 წარმომადგენლიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება რამდენიმე მათგანი. პარალელურად, კვლავ გრძელდება მათი გამოკითხვის პროცესი.