LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის ფართო შესაძლებლობა და განსაკუთრებული პირობები მიეცემათ: ეკატერინე ტიკარაძე

75
ტიკარაძე-1

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლების მასიური ვაქცინაცია იგეგმება. აღნიშნული განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის ფართო შესაძლებლობა და განსაკუთრებული პირობები მიეცემათ.

“მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ  პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კომპონენტში.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მედიაკომპანიებისგან გამოთხოვილი იქნება სიები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

პოპულალურები