ბუკინგემის სასახლეში მოწყობილი პირველი ოფიციალური ბანკეტი მეფე ჩარლზისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გამოდგა. მან მეფის ამპლუაში პირველად მიიღო სტუმრები, ამჯერად აფრიკული ქვეყნებიდან. სტუმრებს მეფესთან ერთად მასპინძლობდნენ დედოფალი კონსორტი კამილა პარკერი და პრინცი უილიამი ქეით მიდლტონთან ერთად.
სწორედ ქეით მიდლტონი გახდა გუშინდელი საზეიმო ბანკეტის მთავარი გმირი. ჯერ ერთი უელსის პრინცესა ბრწყინავდა ულამაზეს თეთრ კაბასა და პრინცესა დიანას საყვარელ, ბრილიანტებით გაფორმებულ გვირგვინში. მეორეც, ფოტოებიდან ჩანს, როგორ ართობდა და ახალისებდა ქეითი აფრიკული ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური მიღების დროს.
ქეით მიდლტონი ბავშვთა ცენტრში LK Bennet-ის 330 დოლარიან კაბაში მივიდა
ქეით მიდლტონი აღლუმზე პრინცესა დაიანას საყურეებითა და 16 ათას დოლარიანი გულსაბნევით გამოჩნდა
ქეით მიდლტონის ახალმა ფოტოებმა გააჩინა ეჭვი, რომ უელსის პრინცესა ორსულადაა