LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავა მიმართვას ავრცელებს: “მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებულ გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მორალურად გახრწნილ განცხადებებს…”

60
1

უკრაინიდან საქართველოში დეპორტირებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა მისი მისამათით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს.

ქარდავა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გიგი უგულავას – კორუმპირებულს, “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეს – საბჭოთა ადამიანს, სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებას კი მორალურად გახრწნილსა და ცილისმწამებლურს უწოდებს:

“მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებულ გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესები”, – წერს ქარდავა.

მეგის ქარდავას განცხადებით, მისი ექსტრადირება წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა:

“ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება: პოლიტიკური პატიმრობიდან ჩვენი ძმების, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩემი ექსტრადირება არაფორმალური გაცვლის სახით. ამის ფონზე, ლამის “ეროვნული შეთანხმება” შედგა პუტინის ოლიგარქის და ფსევდო-ოპოზიციის ბანაკიდან ჩემი დისკრედიტირებისათვის სინქრონულად გაკეთებული განცხადებების სახით და ყურადღება გადაიტანეს მიმდინარე კატასტროფული მოვლენებიდან”, – წერს ქარდავა “ფეისბუქში”.

მიმართვის დასასრულს კი აღნიშნავს, რომ ჩვენების მიცემას არავის წინააღმდეგ არ აპირებს.

“ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად, ხაზს ვუსვამ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ.

ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს. პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას, თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.” – წერს ქარდავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები