LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელოტი კაცები უფრო ჭკვიანები, წარმატებულები და მამაკაცურები არიან

4789
75402281-959979034379266-3417168739106291712-n

ახალგაზრდა მამაკაცებს ჯორჯ კლუნისნაირი თმა ძალიან მოსწონთ და სურთ მთელი ცხოვრება თავს ხშირი და სქელი თმით იწონებდნენ. მაგრამ ეს ჩვეულებრივ ასე არ არის.

იმის მაგივრად, რომ სასწორკვეთამ მოგიცვათ მელოტი თმის გამო, ან იმის გამო, რომ უკვე გამელოტებას იწყებთ, მეცნიერება თქვენ მხარესაა და ამბობს, რომ მელოტი მამაკაცები ყველაზე მიმზიდველები არიან!

კვლევაში, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტმა ჩაატარა, პროფესორებმა ძალიან საინტერესო მიგნებები გააკეთეს. მთავარი საკვლევი საკითხი იყო ის, თუ როგორ აღიქვამდა ქალი მამაკაცს სხვადასხვა ვარცხნილობით. უნივერსიტეტის მკვლევარებმა  20 000 ადამიანი გამოკითხეს.

მკვლევარებმა კვლევის მონაწილეებს აჩვენეს მამაკაცების ფოტოები. პირველ ფოტოზე გამოსახული იყო მამაკაცი თმით, ხოლო მეორეზე იგივე მამაკაცი თმის გარეშე. მონაწილეთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ამ ორი ვარიანტიდან დომინანტად მელოტი მამაკაცი მიაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის შესახებ თმის ვარცხნილობის გარდა არაფერი შეცვლილა, მონაწილეებმა მელოტი კაცი უფრო მიმზიდველად დაასახელეს.

კვლევამ ისიც დაასკვნა, რომ მელოტი კაცები მხოლოდ მიმზიდველებად, ძლიერებად და სექსუალურებად კი არა,  ჭკვიანებადაც აღიქმებიან.

ბარის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს, როგორ აღიქვამენ სიმელოტეს გარშემომყოფები. თურმე ადამიანები თვლიან, რომ მელოტები უფრო ჭკვიანები, გულწრფელები და კეთილსინდისიერები არიან.

საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ, მელოტი კაცები უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, ვიდრე თმის მქონე მამაკაცები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კვლევები ადასტურებს იმას, რომ თმის მქონე კაცები ფიზიკურად მიმზიდველი არ არიან, მაგრამ აღსანიშვანია, რომ ქალების ყურადღებას უფრო მეტად მელოტები იპყრობენ.

პროფესორი ფრენკ მუსკარელა, რომელიც ამ კვლევების ერთ-ერთი მკვლევართანაგია ამბობს : ”ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ ქალებს ფიზიკურად მიმზიდველი მამაკაცები ძალიან მოსწონთ, მათ ასევე მოსწონთ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცები. მიუხედავად იმისა, რომ კარგმა ვარცხნილობამ შეიძლება მიიპყროს ქალის ყურადღება, ქალები მაინც თვლიან, რომ მამაკაცი მიმზიდველი უფრო მეტად მისმა თვისებებმა შეიძლება გახადოს .“

მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ „მელოტები, უფრო ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები არ არიან და იქმნება იმის ტენდენცია, რომ ქალები მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ფონზე, უფრო ჭკვიანებად აღიქვან. ამასთან კვლევის მონაწილეები თვლიან, რომ მელოტი კაცები უფრო სექსუალურ, პასუხისმგებელ, მდიდარ და დომინანტ მამაკაცებად გამოიყურებიან.“

მიმზიდველები არიან აგრეთვე მამაკაცები, რომლებიც რეალურად არ არიან მელოტები, მაგრამ თმას იპარსავენ. კვლევამ ისიც დაასკვნა, რომ მელოტი კაცები უკეთესად აწარმოებენ ეკონომუკური სახის მოლაპარაკებებს. მაგალითად სეტ გოდინი, მელოტია. ის ძალიან წარმატებული მეწარმეა, თვლის, რომ მისი სიმელოტე მას უკეთეს ბიზნესმენად აქცევს. ჯეფ ბეზოსი, ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი და სტივ ბალმერი, Microsoft- ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ასევე მელოტები არიან და ისინიც თვლიან, რომ სიმელოტე მათ წარმატებულობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

თუ ხართ მელოტი, ან ცოტაც და გამელოტდებით, თმის გარეშე ცხოვრება კი ძალიან გაშინებთ, შესაძლოა, ამ აღმოჩენებმა გამბედაობა მოგცეთ, რომ თავი მთლიანად გადაიპარსოთ. იქნებ შემდეგ ისიც აღმოაჩინოთ, რომ ასე უკეთესია.

მელოტი მამაკაცები, კი რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ, მსოფლიო მასშტაბით წარმატებული და გავლენიანი პიროვნებები არიან. მათი ზეგავლენა იგრძნობა ტექნოლოგიების, მოდის, სპორტის და გართობის მრავალფეროვან სამყაროში. ამ კაცებმა ხელი შეუწყეს ადრეულ ასაკში სიმელოტის პოპულარიზაციას, გაანადგურეს მოძველებული მითები და სტიგმები, ამასთან, ხელს უწყობენ დაამტკიცონ იდეა, რომ მელოტი კაცები უფრო ჭკვიანები, წარმატებულები, სექსუალურები და მამაკაცურები არიან.

და ბოლოს, მიმართვა ქალბატონებს, თუ თქვენი პარტნიორი მამაკაცი წუხს თმის დაკარგვის გამო, შეგიძლიათ სიხარულით აცნობოთ, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება. 

https://www.instagram.com/p/B1IUMrUhNdk/

https://www.instagram.com/p/B2uhQHSlmt_/

https://www.instagram.com/p/B220FhjnnQv/

https://www.instagram.com/p/B2WPQEFgJOZ/

https://www.instagram.com/p/BvIMW31HfHU/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები