LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის პრეზიდენტი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა

103
FORTUNA.GE-

მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპესს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

კოვიდ-19-ის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.

მოგვიანებით ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

“ვწუხვარ, რომ გაცნობებთ – კოვიდ-19 დამიდასტურდა. სიმპტომები მსუბუქია და მე უკვე ვმკურნალობ. როგორც ყოველთვის, ახლაც ოპტიმისტი ვარ. ჩვენ მას დავამარცხებთ.” – წერს ლოპესი.

მან ასევე აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუშაობას და ქვეყნის მართვას პრეზიდენტის სასახლიდან, მის გეგმებში კი ასევე არის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვაქციანა “Sputnik V”-ს შესახებ. ლოპესი ამბობს, რომ მეგობრული ურთიერთობების გამო, არის შესაძლებლობა, რუსეთმა მექსიკას ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გამოუგზავნოს.

მექსიკა ერთ-ერთია იმ 18 ქვეყანას შორის, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს. სულ აღრიცხულია გარდაცვალების 149 614 შემთხვევა.

ქვეყანაში, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობამ.

ყველაზე მეტად დედაქალაქი დაზარალდა, მეხიკოს 30 საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ უკვე მიაღწიეს შესაძლებლობების მაქსიმუმს და უჭირთ ყოველდღიურ შემთხვევებათან გამკლავება.

დედაქალაქის მერმა კლაუდია შეინბაუმმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა მოსახლეობას, არ გამოვიდნენ გარეთ, თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი.

დეკემბერში მეხიკო “წითელ ზონაში” მოხვდა, რაც ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ყველაზე მაღალ დონეს გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები