მესი კვლავ ვარჯიშობს “ბარსელონაში”: მივიდა ერთი საათით ადრე, დარბოდა მარტო, დაელაპარაკა კუმანს კაპიტნობაზე.

კუმანს უნდა, რომ მესი ბურთის მისაღებად ქვემოთ არ ჩავიდეს და პასს დაელოდოს. მას დაცვითი სამუშაოსგან გაათავისუფლებენ.

გარი ლინეკერი “ბარსას” ვარდისფერ ფორმაზე: “ახლა ჩვენ ვიცით, რატომ უნდოდა მესის წასვლა”.

“ბარსელონას” სურდა ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განეახლებინა, მაგრამ “ინტერმა” უარი თქვა. კატალონიელები მემფის დეპაის ელაპარაკებიან, რომელიც ახლმა მწვრთნელმა მოითხოვა.

 

სერხიო რამოსი მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს “რეალთან” ახალი კონტრაქტის გამო.

გონსალო იგუაინის აგენტი იტალიაში ჩაფრინდა, რათა “იუვენტუსთან” კონტრაქტი გააუქმოს.

“მანჩესტერი” ვერ ყიდის ჯონსს, სმოლინგს, როხოს, რომეროსა და პერეირას. ამ ბიჭებს არ სურთ ხელფასის შემცირება.

“ევერტონმა” ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 24.5 მლნ ევრო გადაიხადა. კოლუმბიელი მესამე კლუბში ითამაშებს ანჩელოტის ხელმძღვანელობით.

ტიაგო ალკანტარა არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას “ბაიერნში”. კლოპს უნდა, რომ ის “ლივერპულში” მივიდეს.

ნორვეგიელმა ჰოლანდმა 23 ქულა (19+4) მოაგროვა კლუბსა და ნაკრებში 2020 წელს ჩატარებულ 20 ოფიციალურ შევხედრაში.

იტალია არა აგებს 16 მატჩია – 2018 წლის სექტემბრიდან.

რობერტო მანჩინის მხოლოდ 2 წაგება აქვს 21 მატჩში იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. უფრო ნაკლები წაგება მარტო ვალკარეჯის ანგარიშზეა, რომელმაც “სკუადრა აძურას” ევრო-1968 და 1970 მუნდიალის ვერცხლი მოაგებინა.

 

გაბუტული მესის მობრუნება

მსგავსი თემები